FC Barcelona

1899 წლის 29 ნოემბერს ჰანს ჰამპერმა თავის რამდენიმე ენთუზიასტ მეგობართან ერთად სეფეხბურთო კლუბ ФბარსელონასФ დაარსება გადაწყვიტა წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მსოფლიოს ფეხბურთის მომავალ გრანდს ჩაუყრიდა საფუძველს.გავიდა დრო და ФბარსელონაФ რომელმაც წელს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ კლუბად იქცამის ისტორიაში მრავლად იყო წარმატებები და დაღმასვლები ,მაგრამ ФბარსასФ ყოველთვის შეეძლო დაეკვეხნა თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების სიყვარულით

პირველი წარმატებები

ჰანს ჰამპერი დაიბადა 1877 წლის 22 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ვინტერტურში.მოგვიანებით კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში გადაბარგდა და საფეხბურთო კლუბის დაარსება გადაწყვიტა.მოთამაშეების მოსაწვევად მან ადგილობრივ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა და ცოტა ხანში კლუბის პირველი კრებაც გაიმართა.
ახალი კლუბის პირველ პრეზიდენტად ინგლისელი უოლტერ უაილდი აირჩიეს,რომელიც ამ დიდ თანამდებობას გუნდის კაპიტნობას წარმატებით უთავსებდა .
საკლუბო ფერები შემდეგი პრინციპით შეირჩა : ლურჯ-წითელი შვეიცარიული ФექსელსიორისФ ფერები გახლავთ,რომელშიც თავის დროზე ჰამბერი თამაშობდა,ყვითელ-წითელი კი - კატალონიისა.გერბად ქალაქ ბარსელონას გერბი აირჩიეს,რითაც კლუბის ქალაქისადმი კუთვნილებას ხაზი გაუსვეს.
თავისი პირველი მატჩი ФბარსელონამФ 1899 წელს 8 დეკემბერს გამართა ინგლისელ ემიგრანტთა გუნდთან ბონანოვას ველოდრომზე და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
1902 წელს ФბარსამФ პირველი ტიტული კატალონიის პირველობის წინამორბედი მაკაის თასი მოიგო, 1905 და 1909 წლებში კი უკვე კატალონიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
თავდაპირველად ФბარსელონაФ სასტუმრო ФკაზანოვასФ მახლობლად მდებარე სტადიონზე თამაშობდა. 1901 წელს La Carretera dТhorta -ზე გადაბარგდა, 1905 წლიდან კი El Carrer Muntaner-ზე ასპარეზობდა.1909 წლის 14 მარტს გაიხსნა ФბარსელონასФ პირველი საკუთარი სტადიონი -6 ათას მაყურებელზე გათვლილი Carrer Industria ორიარუსიანი ტრიბუნითა და იმ დროისათვის უნიკალური განათებით.
1910 წელს გადაწყვიტეს,რომ კლუბის საკუთარი გერბი სჭირდებოდა და კონკურსი გამოაცხადეს. გაიმარჯვა უცნობ დიზაინერთა გუნდის ნამუშევარმა რომელიც დღემდე ФბარსელონასФ ემბლემად რჩება.
იმავე წელს ФბარსამФ იპრველად მოიგო ესპანეთის თასი,კლუბის თანამშრომელთა რიცხვმა კი რეკორდულ რაოდენობას 560 ადამიანს მიაღწია.

ესპანეთზე ბატონობა და დაობლება

1919-1929 წლები ФბარსელონასФ ისტორიაში ოქროს ხანა გახლდათ.მაშინ კლუბის ღირსებას იცავდნენ ისეთი გამოჩენილი მოთამაშეები,როგორებიც იყვნენ ლეგენდარული მეკარი რიკარდო ზამორა (მოგვიანებით იგი ФრეალშიФ გადავიდა და ამას დაახლოებით იგივე აჟიოტაჟი როჰყვა როგორიც სულ რამოდენიმე წლის წინ მოხდენილ ტრანსფერს ლუის ფიგუს რეალში გადასვლას) ალკანტარა ,სამიტიერი და სესემუნაგი.1922 წლის 20 მაისს კლუბის ახალი სტადიონის, Les Corts-ის გახსნის მატჩში ФბარსელონამФ შოტლანდიური Фსენტ-მიერენიФ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სტადიონი თავდაპირველად 30 ათას მაყურებელს იტევდა,მაგრამ გამუდმებული რეკონსტრუქციების შემდეგ მისი ტევადობა მალე გაორმაგდა. კატალონიის პირველობის კიდევ რამდენჯერმე მოგების შემდეგ,1929 წელს ФბარსელონამФ თანამედროვე ფორმატებთან მიმსგავსებული პირველ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა იმავე წელს გაიმართა მსოფლიოში პირველი ტრანსფერი ურუგვაული მონტევიდეოს ФნასიონალიდანФ კატალონიურ კლუბში მოფლიოს მომავალი ჩემპიონი ექტორ სკარონე გადავიდა.თუმცა დიდ გამაჯვებებს ФბარსელონაФ ერთობ დიდი სიძნელეების ფონზე აღწევდა. 1925 წელს ერთ-ერთი საშინაო მატჩშიწინ ადგილობრივმა ქომაგებმა ესპანეთის ჰიმნი შესრულებისას სტვენა ატეხეს რის გამოც მთავრობ სტადიონი 6 თვით დაკეტა და ჰამპერი კლუბის მმართველი დირეკტორის პოსტიდან გადააყენა.მან საყვარელ ФბარსასთანФ განშორება ვერ აიტანა,მძიმედ დაავადმყოფდა და 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა

ფრანკოსთან მებრძოლნი

30-იან წლებში პოლიტიკა სპორტში მეტისმეტად ჩაერია და Фბარსელონას: მძიმე დროები დაუდგა. კლუბი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და წარმატებას ვეღარ აღწევდა, თუმცა კატალონიის ჩემპიონატს მაინც იგებდა. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. დიკტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა დახვრიტეს ФბარსელონასФ პრეზიდენტი ხოსებ სინიოლი. ამ პერიოდში გუნდი ჩრდილოამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა,რომელიც კლუბს ფინანსურად კი წაადგა,მაგრამ მოთამაშეთა ნაკევრის მექსიკასა სა საფრანგეთში ემიგრაციით დასრულდა. 1938 წელს,კატალონიის სრული ოკუპაციის შემდეგ პროვინციის სიმბოლო ФბარსელონაФ მთლად შავ დღეში ჩავარდა. 1940 წელს კლუბის პრეზიდენტი გგახდა ფრანკოს რეჟიმის მხურვალე მომხრე ენრიკო პინეირო,რომელმაც ФბარსასФ ემბლემა შეცვალა, რა თქმა უნდა ეს დროებითი მოვლენა იყო. 40-იანი წლების დასაწყისში ФბარსელონამФ თანადათან დაიბრუნა დაკარგული პოზიციები. 1942 წელს გუნდმა ესპანეთის თასის გათამაშების ადრეულ ეტაპზე ФბარსასФ და ФრეალისФ გზები გადაიკვეთა. ამ ისტორუილი მატჩის წინ კატალონიელთა გასახდელში შევიდა ესპანეთის სპორტის მინისტრი და ფეხბურთელებს დახვრეტით დაემუქრა,თუ შემდეგ ერაპზე ФრეალიФ არ გავიდოდა. შედეგად,მადრიდელებმა 11:1 გაიმარჯვეს.
1942 წელს ენრიკო პინეირო გადადგა,ორი წლის შემდეგ კი გრანკოს მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ФბარსელონამФ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1948 და 1949 წლებში კატალონიელებმა ეს წარმატება გაიმეორეს და აშკარა გახდა რომ კლუბი კვლავ ფეხზე დადგა. ამ დროისათვის 50 წლის ФბარსელონაФ კატალონიის 21,ესპანეთის 4 გზის და ესპანეთის თასის 9 გზის ჩემპიონი გახდა.

საერთაშორისო აღიარება

1950 წელს ФბარსელონაშიФ ლადისლაო კუბალის მოსვლით კლუბის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.შემდეგი სამი წლის განმავლობაში ლურ-ბროწეულისფერებიანმა ორჯერ ესპანეთის ჩემპონატი სამჯერ კი თასი მოიგეს. 1953 წლის სეზონის ბოლოს ФბარსელონამФ არგენტინელი ვარსკვლავის ალფრედო დი სტეფანოსათვის ბრძოლა მადრიდისФრეალФ-თან წააგო,რასაც ქომაგთა უკმაყოფილობა და კლუბის პრეზიდენტის ენრიკ მარტი კარეტოს გადადგომა მოჰყვა.მისმა მემკვიდრემ ფრანსისკ მირო-სანსმა მთავარ მიზნად ახალი სტადიონის მშენებლობა დაისახა
და აი 1957 წლის 24 სეკტემბერს გაიხსნა ФბარსასФ ამღამინდელი სტადიონი Фკამპ ნოუФ რომელიც თავდაპირველად 90 ათას მაყურებელს იტევდა.მისი გახსნის მათჩძე ФბარსელონამФ პოლონური ФლეგიაФ ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ხოლო კატალონიელთა პარაგვაელი ლეგიონერი უელოხიო მარტინესი ახალ სტადიონზე პირველი გოლის ავტორი გახდა. მის გარდა მაშინდელი ФბარსასФ ღირსებას იცავდნენ კოჩიში, ციბორი, ევარისტო, კუბალა, სუერისი მწვრთნელი კი ლეგენდარული ელენიო ერერა გახლდათ.
1958 წელს ФბარსელონამФ თავისი პირველი საერთაშორისო ტურნირი -ბაზრპბათა თასი- მოიგოორი წლის შემდეგ კი ეს წარმატება კიდევ ერთზელ გაიმეორა.
60-იანი წლების დასაწყისი კლუბისთვის ერთობ წარუმატებლი აღმოჩნდა. ФბარსამФ 1966 წლამდე ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შესძლო. მანამ სანამ ბაზრობათა თასზე რომელსაც უკვე უეფას თასი ერქვა არ გაიმარჯვა (ესპანურ ფინალში მან სარაგოსა დაამარცხა).

კრუიფის დიდი ბარსა

1973 წელს ФბარსელონაშიФ Фმფრინავი ჰოლანდიელიФ იოჰან კრუიფი მოვიდა რომელიც ФბარსასФ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა გახდა.
1974 წელს კლუბის 75 წლის იუბილეზე ФბარსამФ უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, კრუიფს კი ოქროს ბურთი გადაეცა. 1979 წელს კატალონიელებმა თასების თასის ფინალში დიუსელდორფის ФფორტუნასФ სძლიეს. ეს წარმატება ბარსელონამ სამი წლის შემდეგაც გაიმეორა, როცა ფინალში ლიეჟის ФსტანდარტიФ დაამარცხა. იმავე 1982 წელს როდესაც Фკამპ ნოუსФ იოანე პავლე მეორე ეწვია კლუბის საპატიო წევრი გახდა. გუნდში კი დიეგო მარადონა ჩაირიცხა. ბარსელონა თასების მფლობელთა თასზე შემდგომ პერიოდშიც წარმატებით ასპარეზობდა. 1989 წელს ფინალში გენუის ФსამპდორიასФ ძლევით ლურჯ-წითლებმა თასების თასის მესამედ მოპოვება შეძლეს.1991 წელს კი ამავე ტურნირზე ფინალში Фმანჩესტერ იუნაიტედთანФ დამარცხდნენ.
თავის ისტორიაში ერთადერთი ჩემპიონთა თასი ФბარსელონამФ 1992 წელს მოიგო. 20 მაისს ლეგენდარულ ФუიმბლიზეФ გამართული ფინალის 112 წუთზე როლანდ კუმანის ყუმბარისეული დარტყმის წყალობით კრუფის გუნდმა სვენ იორან ერიქსონის მშვენიერი ФსამპდორიაФ დაამარცხა იმ დროს ბარსელონას ღირსებას იცავდნენ: სუბისარეტა, ფერერი, ნანდო, გვარდიოლა, კუმანი, ხუან კარლოსი, ბაკერო, სალინასი, სტოიჩკოვი, მიხაელ ლაუდრუპი. იქამდე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში ФბარსელონაФ ორჯერ გავიდა მაგრამ 1961 წელს ლისაბონის ФბენფიიკასთავნФ 2:3 ხოლო 1961 წელს ბუქარესტის ФსტიაუასთანФФ დამარცხდა. 1994 წელს ФბარსამФ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ მოუწია თამაში მაგრამ ФმილანთანФ 0:4 განადგურდა.
საერთოდ 90-იანი წლების პირველი ნახევარი ФბარსელნასФ ისტორიაში აპოგეად შეიძლება ჩაითვალოს და ეს პერიოდი მთლიანად იოჰან კრუფის ხელს უკავშირდება მარტო ის რად ღირს რომ მისი ხელმზღვანელობით 199101994 წლებშიФბარსამФ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. თანაც 1993 წელს Фკამპ ნოუზეФ მადრიდის რეალთან თამაშისას ქვა ქვაზე არ დატოვა და 5:0 ნოლი გაანადგურა სამეფო გუნდი(რომარიომ ჰეტ-ტრიკი შეასრულა).

რაიკარდის გუნდი

მაგრამ მუდმივი არაფერია და ჩავარდნის ხანამაც არ დააყოვნა.იოჰან კრუფმა კლუბში არსებულ ინტრიგებს ვერ გაუძლო და გადადგა.მის ნაცვლად 1996 წელს ФბარსელონასФ ბობი რობსონმა ჩაიბარა რომლის ხელმძჟვანელობითც ФბარსელონამФ თასების მფლობელთა თასი მეოთხედ მოიგო. იმავე წელს ФბარსელონასФ სათავეში ჩაუდგა მსოფლიოშე ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად მიჩნეული ლუის ვან გაალი,მისი ხელმღვანელობით ბარსამ პიველ ორ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო, მაგრამ მიუხედავად ამისა კატალონიური კლუბის ქომაგების საყვარელ მოთამაშეებთან კამათის გამო იგი არ უყვარდათ. 2000 წელს პოსტი დატოვა УბარსელონასФ ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა პრეზიდენტმა ლუის ნუნიესმა რომელიც კლუბს 22 წლის განმავლობაში მართავდა. მისი მემკვიდრე ხუატ გასპარი გახდა რომლის სახელიც უკავშირდება ФბარსელონასФ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პერიოდს. გასპარის მმართველობის ხანაში ФრეალშიФ გადავიდა ლუის ფიგუ, რასაც მას კატალონიელი ქომაგები არასდროს არ აპატიებს, განხორციელდა უღერღილო სატრანსფერო პოლიტიკა, გამუდმებით იცვლებოდნენ მწვრთნელები, გუნდი კი ერთობ უღიმღამოდ ასპარეზობდა.
2003 წელს კლუბის პრეზიდენტის სავარძელი ჟოან ლაპორტამ დაიკავა რომელიც ბარსას დღემდე ხელმძღვანელობს.მისმა პირველმა ნაბიჯმა რონალდინიოს მოწვევამ კატალონიელ ქომაგებს იმედი ჩაუსახა. მან კიდევ არაერთი ვარსკვლავი შეიძინა და მწვრთნელად ფრანლ რაიკაარდი მოიწვია,რომლის ხელმძღვანელობითაც ФბარსასФ ფეხბურთელები ლაღად და ლამაზად ათამაშდნენ. მართალია პირველ სეზონში გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია მაგრამ იმ წელს ФბარსამФ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებებს კი სულ ცოტა დააკლდა. ალბათ შემთხვევითი არაა რომ სპეციალისტებ ამ გუნდს ყველაზე პერსპეკტიულად მიიჩნევდნენ ბებერ კონტინენტზე
და დიდ წარმატებებსაც უწინასწარმეტყველებენ.